ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე წარადგინეს

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა, UNFP-იმ ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის წლის საუკეთესო მეკარის, მწვრთნელისა და ფეხბურთელის ჯილდოს ნომინანტები დაასახელა. რჩეულთა შორის „სენტ-ეტიენის“ ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი მოხვდა.

დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული. მისი კონკურენტები მარტინ ადელინი, ენცო ბარდელი, ტოუფიკ ბენტაიები და ჯოვანი ვერსინი არიან.

ლიგა 1-ის ნომინაციებს რაც შეეხება, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის უსმან დემბელე, მეისონ გრინვუდი, ნუნუ მენდეში, ფლორიან ტაუვინი და ვიტინია იბრძვიან. საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე ლუის ენრიკე, პაულო ფონსეკა, ჟენეზიო, ოლივიე პანტალონი და პიერ საჟი არიან წარდგენილი.

ცნობისთვის, დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრა აქვს გამართული. ზურიკოს ანგარიშზე 13 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. ქართველ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და ჯერჯერობით უცნობია, „სენტ-ეტიენს“ როდის დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მიზეზი არაა — ფაქტია“ | სიმონე ინძაგიმ პარი სენ-ჟერმენთან წაგებული ფინალი გაიხსენა
„ეს მიზეზი არაა — ფაქტია“ | სიმონე ინძაგიმ პარი სენ-ჟერმენთან წაგებული ფინალი გაიხსენა