რონალდუ: ჩემი კარიერა დასასრულს უახლოვდება
კრიშტიანუ რონალდუმ აღიარა, რომ მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება.
„ჩემი კარიერა დასასრულს უახლოვდება – მოდით ვისიამოვნოთ თითოეული მატჩით. ჩემი კარიერა ბრწყინვალე იყო და მინდა, რომ მომავალშიც ასე დარჩეს. მე კვლავ ვიღებ სიამოვნებას, კვლავაც გამაქვს გოლები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ჩვენ ძალიან გვინდა ჩემპიონატის მოგება.
მე ვაგრძელებ თამაშს არა მხოლოდ ახლანდელი თაობისთვის, არამედ წინა თაობისთვისაც და მათთვისაც, ვინც შემდეგ მოვა. მე ვტკბები ამით დღიდან დღემდე, მატჩიდან მატჩამდე, წლიდან წლამდე, ახლაც კი, როდესაც კარიერის დასრულებას ვუახლოვდები. ეს ფაქტია“,
– განაცხადა რონალდუმ CanalGOATBR-თან ინტერვიუში „ალ-აჰლისთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ.
ლეგენდარული პორტუგალიელისთვის 2026 წლის მუნდიალი ბოლო სანაკრებო ტურნირი იქნება, რის შემდეგაც „ალ ნასრის” რიგებში 2026/27 წლების სეზონს დაიწყებს, რომელიც დიდი შანსია, მის კარიერაში ბოლო იყოს, რადგან 1000-გოლიანი ნიშნულის მიღწევის შემდეგ, რონი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას გეგმავს.