ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

„ირანი მსოფლიოზე ითამაშებს და მატჩებს აშშ-ში გამართავს“ | ჯანი ინფანტინო

ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ფიფას კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. ინფანტინომ საკუთარი გამოსვლა ირანზე საუბრით დაიწყო და განაცხადა, რომ ირანის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

„მოდით, პირდაპირ ამ საკითხით დავიწყოთ. თუ არის ვინმე, ვისაც სურს, რომ რამე განსხვავებული ვთქვა და დაწეროს, მათთვის ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. და, რა თქმა უნდა, ირანი საკუთარ შეხვედრებს აშშ-ში გამართავს.

მიზეზი ძალიან მარტივია. ჩვენ ხალხი უნდა გავაერთიანოთ. ფეხბურთი არის სპორტი, რომელიც ხალხს აერთიანებს“, — განაცხხა ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ ირანის ნაკრების თამაშის საკითხი აშშ-სთან მიმდინარე კონფლიქტის გამო იდგა ეჭვქვეშ. ირანი B ჯგუფშია, სადაც მისი მეტოქეები ბელგია, ეგვიპტე და ახალი ზელანდი აარიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი ფეხბურთელია, ოქროს ბურთის მოგება შეუძლია“ | ოსიმენმა კვარა გამოარჩია
„შესანიშნავი ფეხბურთელია, ოქროს ბურთის მოგება შეუძლია“ | ოსიმენმა კვარა გამოარჩია