გადადგომა მთლიანი შემადგენლობით - საუდის არაბეთში პასუხისმგებლობა აიღეს
საუდის არაბეთის ნაკრებისთვის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი წარუმატებელი გამოდგა. 56 წლის ბერძენი მთავარი მწვრთნელის გეორგიოს დონისის ხელმძღვანელობით მოთამაშე გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო, ბოლო ადგილი დაიკავა და პლეი ოფის საგზურის გარეშე დარჩა. დონისი ამ თანამდებობაზე აპრილში დაინიშნა და შესაბამისად, მისი ბრალეულობა იმდენად დიდი არ არის. სამაგიეროდ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა აიღეს და პრეზიდენტმა გადადგომის განცხადება გაავრცელა:
„მე და ჩემმა კოლეგებმა საუდის არაბეთში ფეხბურთის განვითარებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ და გულწრფელად ვცდილობით გულშემატკივრების მისწრაფებების ასრულებას. მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპზე ბოლო ადგილის დაკავება ჩვენს ამბიციებს არ შეესაბამება, რის გამოც პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ და ჩემი გუნდი მთლიანი შემადგენლობით გადადგება. სწორედ ამიტომ უახლოეს პერიოდში დავნიშნავ ვადამდელ არჩევნებზე და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეს გადაიბარებენ, წარმატებებს ვუსურვებ“.
ცნობისათვის, იასირ ალ-მიშალი საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციას 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. აქვე გეტყვით, რომ საუდის არაბეთი მსოფლიოს ჩემპიონატს 2034 წელს უმასპინძლებს და მათი მთავარი მიზანი ამ პლანეტის პირველობისთვის კონკურენტუნარიანი გუნდის შეკვრა იქნება.