„მწვრთნელის დანიშვნის დროს მეტი ყურადღებაა საჭირო“ - ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება
Aa
Aa

„მწვრთნელის დანიშვნის დროს მეტი ყურადღებაა საჭირო“ - ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება

სამხრეთ კორეაში ამ ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარუმატებლობამ სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია. ჯგუფში ჩარჩენის გამო, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მთავარმა მწვრთნელმა ჰონგ-მინ ბომ აიღო და დაკავებული თანამდებობა დატოვა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ფეხბურთთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჩჯე მენმა გაავრცელა და სპორტის მინისტრს მომხდართან დაკავშირებით დეტალების დაზუსტება დაავალა:

„პირველ რიგში სპორტის მინისტრს, ჩჰვე ჰვი ენს მადლობას ვუხდი იმ ძალისხმევისთვის, რომელიც ამ ტურნირამდე ჩადეს, თუმცა მე როგორც ერთ-ერთი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბის ყოფილი საპატიო პრეზიდენტი და სამხრეთ კორეის ნაკრების დიდი გულშემატკივარი, დაფიქსირებული შედეგით არამხოლოდ იმედგაცრუებული, არამედ გულწრფელად დაბნეული ვარ.

კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ყველაფერს საკადრო გადაწყვეტილებები განსაზღვრავს. როდესაც მენეჯერების და მწვრთნელების დანიშვნის დროს, უპირატესობას ლოიალურობას ანიჭებ და არა პროფესიულ თვისებებს, ასეთ შედეგებამდე მივდივართ. მსგავსი მცდარი დანიშვნებით, როდესაც ადამიანებს არ შეუძლიათ საზოგადოებრივი ინტერესების პირადი ინტერესებისგან გამიჯვნა და პირად სარგებელს საერთო კეთილდღეობაზე მაღლა აყენებენ, ზიანდება ეროვნული გუნდი, რადგან პრაქტიკულად არ არსებობს ეფექტური მექანიზმები და გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების მონიტორინგისთვის. საჭიროა ახალი სისტემის შექმნა და მეტი ეფექტური კონტროლი ამ ყველაფერზე, რათა სამხრეთ კორეელმა გულშემატკივრებმა მსგავსი იმედგაცრუება აღარ განიცადოს“.

ცნობისათვის, სამხრეთ კორეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი კარგად დაიწყო და პირველ ტურში ჩეხეთის (2:1) დამარცხებით მეთექვსმეტედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ამას მექსიკასთან (0:1) და სამხრეთ აფრიკასთან (0:1) განცდილი მარცხები მოჰყვა, რის გამოც აზიელები პლეი ოფში ვერ გავიდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვოზინია, ჰოლანდი, ვინისიუსი | Opta-მ ჯგუფური ეტაპის სიმბოლური შეადგინა
ვოზინია, ჰოლანდი, ვინისიუსი | Opta-მ ჯგუფური ეტაპის სიმბოლური შეადგინა