„ამ ქვეყანაში ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს“ - მარშმა გამარჯვება შეაფასა
Aa
Aa

„ამ ქვეყანაში ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს“ - მარშმა გამარჯვება შეაფასა

ჯესი მარში ფეხბურთის მოყვარულებს „ზალცბურგიდან“ კარგად ემახსოვრებათ, როდესაც მისი ხელმძღვანელობით ავსტრიის კლუბი შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა. ზუსტად ასეთივე სტილი დაამკვიდრა მან კანადის ნაკრებში, რომელმაც გუშინ მართალია გაჭირვებით, მაგრამ სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდი დაამარცხა და ჩრდილო ამერიკელებმა საოცარ წარმატებას მიაღწიეს. მოპოვებული გამარჯვება კანადელთა დამრიგებელმა საინტერესოდ შეაფასა.

ჯესი მარში

იმ ორ წელიწადში, რომელიც ერთად გავატარეთ, რასაც ვგეგმავდით, ყველაფერი სისრულეში მოვიყვანეთ, რითაც ძალიან ვამაყობ. ფეხბურთელებმა აჩვენეს მებრძოლი ხასიათი და ბოლომდე იმ შემტევი და აგრესიული სტილის ერთგულნი დარჩნენ, რაც დავამკვიდრეთ.

ბიჭებო, თქვენ კანადის ეროვნული გმირები ხართ. სპორტის ამ სახეობას თქვენ ქვეყანაში უდიდესი მომავალი აქვს და ის პატარები, რომლებიც ახლა ფეხბურთის თამაშს დაიწყებენ, ყველაფერში თქვენ მოგბაძავენ და მათთვის სამაგალითოებად დარჩებით.

ცნობისათვის კანადის ეროვნული გუნდი ახლა მერვედფინალში თავის მეტოქეს ელოდება, რომელიც ნიდერლანდები - მაროკოს წყვილში გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი კომპენსირებულ დროში - ეუშტაკიუმ კანადას მოაგებინა
გოლი კომპენსირებულ დროში - ეუშტაკიუმ კანადას მოაგებინა