გოლი კომპენსირებულ დროში - ეუშტაკიუმ კანადას მოაგებინა
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ პლეიოფის სტადია დაიწყო და 1/18-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში კანადა სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა.
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი ტაიმის მიწურულს მხოლოდ კანადელებმა შექმნეს, როცა გოლის გატანა ჯერ მოისე ბომბიტოს, შემდეგ კი ტეჯონ ბიუქენენს შეეძლო.
65-ე წუთზე სამხრეთ აფრიკა გაშვებულ გოლს მბეკეზილე მბოკაზიმ გადაარჩინა, რომელმაც ჯონათან დევიდს ცარიელ კარში არ გაატანინა. ერთადერთი გოლი 92-ე წუთზე კანადელთა ნახევარმცველმა, ეუშტაკიუმ გაიტანა და ჯესი მარშის გუნდი 1/8-ფინალში გაიყვანა.
მომდევნო ეტაპზე კანადის ნაკრები ნიდერლანდებსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.