„მონდომება, ხასიათი და გამბედაობა გვაკლია“ - კუარეჟმა პორტუგალიის ნაკრებზე
პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რიკარდუ კუარეჟმამ თავისი ქვეყნის ნაკრები კოლუმბიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ გააკრიტიკა.
„გუნდს აკლია სიხარული, ბედნიერება, კრეატიულობა, მონდომება და ის გამბედაობა, რომელიც ყოველთვის გვქონდა. გუნდს ხასიათი აკლია. მატჩს ვუყურებდი და შთაბეჭდილება შემექმნა, რომ გუნდი დაღლილი და დემოტივირებულია.
ეს ბიჭები მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე იმყოფებიან. ნიჭიერი და ხარისხიანი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ თითქოს გარისკვის ეშინიათ“.
ცნობისთვის, პორტუგალიამ ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა 5 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და 1/16-ფინალში ხორვატიას შეხვდება.
აქვე გეტყვით, რომ 1/8-ფინალში გასვლის შემთხვევაში რობერტო მარტინესის გუნდი ესპანეთსა და ავსტრიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.