კრიშტიანუ რონალდუ, რობერტო მარტინესი
Aa
Aa

„საკუთარ თავს სხვა ნაკრებებს არ ვადარებთ“ - რობერტო მარტინესი

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა განაცხადა, რომ კოლუმბიასთან მატჩში კრიშტიანუ რონალდუს სათადარიგოთა სკამზე დატოვების მიზეზი არ ჰქონდა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრა ანგარიშით 0:0 დასრულდა, რონალდუმ კი მოედანზე სრული მატჩი გაატარა. თამაშის შემდეგ მარტინესს ჰკითხეს, ღირდა თუ არა ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კრიშტიანუსთვის დასვენების საშუალების მიცემა, ისევე როგორც ეს ლიონელ მესისა და ერლინგ ჰოლანდის შემთხვევაში მოხდა. ესპანელმა სპეციალისტმა კი ასეთი პასუხი გასცა:

„საკუთარ თავს სხვა ნაკრებების მოთამაშეებს არ ვადარებთ. ეს ბავშვური იქნება.

კრიშტიანუ მიჩვეულია საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნას. ეს უფრო ფსიქოლოგიური მდგრადობის, მუდმივი დისციპლინისა და ჩვენს შემტევ სქემებში სივრცის შექმნის საკითხია. კრიშტიანუსთვის სრული 90 წუთის თამაში პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო თამაშში ცვლილებები დაგვჭირდეს, მაგრამ ეს ყველა სხვა მოთამაშესაც ეხება.

21 მინდვრის მოთამაშე გამოვიყენეთ და სათამაშო დროს თანაბრად ვანაწილებთ. ვაკვირდებით ყველა იმ ინფორმაციას, რასაც მატჩებსა და ვარჯიშებზე ვიღებთ და ყოველთვის გვაქვს ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა. არიან მოთამაშეები, რომლებიც იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში არ იმყოფებიან, მაგრამ ყველა ის მონაცემი, რომელსაც ვაგროვებთ, გადაწყვეტილებების მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მარტინესმა.

პორტუგალიის ნაკრებმა K ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და 1/16 ფინალში ხორვატიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 3 ივლისს, საქართველოს დროით 03:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კოლუმბია უკეთესი იყო - უგოლო ფრე და 1/4-ფინალში რონალდუ VS მესი გამოირიცხა
კოლუმბია უკეთესი იყო - უგოლო ფრე და 1/4-ფინალში რონალდუ VS მესი გამოირიცხა