ილია თოფურია, ჯონ ჯონსი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ჯონ ჯონსი: „არმანი თუ ილია? რა თქმა უნდა, არმანი!“

UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ლეგენდარული ჯონ ჯონსი, რომელიც რუსეთში იმყოფება ვიზიტით, ადგილობრივ მედიას ესაუბრა და განაცხადა, რომ არმან ცარუკიანი ილია თოფურიაზე უკეთესი მებრძოლია.

ჯონ ჯონსი: არმანი უკვე ჩემპიონია. ის ხალხის ჩემპიონია, ყველას უყვარს. და საკითხავი ის კი არ არის, გახდება თუ არა ის ჩემპიონი. საკითხავია — როდის გახდება ჩემპიონი.

ჟურნალისტი: ვინ გაიმარჯვებს — არმანი თუ თოფურია?

ჯონსი: რა თქმა უნდა, არმანი, ნებისმიერ შემთხვევაში.

ამასთან, ჯონ ჯონსმა ასევე აღნიშნა, რომ არმან ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლასთან ერთ ნაბიჯშია.

ცნობისათვის, ჯონ ჯონსი მოსკოვში IBA Bare Knuckle-ს ღონისძიების თანაწამყვანად იყო ჩასული, რომელსაც UFC-ის რუსი მებრძოლები, ალექსანდრ ვოლკოვი, პიოტრ იანი და არმან ცარუკიანი ესწრებოდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ ღონისძიების დროს მოასწრო „ბოუნსმა“ ცარუკიანთან „დამეგობრება“, რის შემდეგაც რუსულ მედიასთან საუბარში სომეხის მისამართით, რომელიც სულ ცოტა ხანში თბილისში ჩამოვა, კომპლიმენტები არ დაიშურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხელიც რომ მოაჭრან, იანთან მაინც იჩხუბებს“ - ომალი დვალიშვილზე
„ხელიც რომ მოაჭრან, იანთან მაინც იჩხუბებს“ - ომალი დვალიშვილზე