ჯონსი: „ცარუკიანის ჩემპიონობა დროის ამბავია“
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი ჯონ ჯონსი, რომელმაც კარიერის დასრულების თაობაზე რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა, ამჟამად რუსეთის დედაქალაქ მოსკოვშია სტუმრად ჩასული და ბუნებრივია, ადგილობრივი ჟურნალისტები „ბოუნსთან“ შერეულ ორთაბრძოლებში მიმდინარე აქტუალურ თემებზე საუბარს მაქსიმალურად ცდილობენ. ერთ-ერთი შეკითხვა კი მსუბუქ წონით დივიზიონს ეხებოდა, რაზეც ჯონსმა ზუსტად ისეთი პასუხი გასცა, როგორიც რუსებს ესიამოვნებოდათ.
ჯონ ჯონსი
არმან ცარუკიანი გულშემატკივრებს უზომოდ უყვართ და შეიძლება ითქვას, რომ ის სახალხო ჩემპიონია. მართალია ამჟამად ქამარს არ ფლობს, მაგრამ იმდენად სწორი გზით მიდის, რომ მისი ჩემპიონობა მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია.
ცნობისათვის, ჯონ ჯონსი მოსკოვში IBA Bare Knuckle-ს ღონისძიების თანაწამყვანად იყო ჩასული, რომელსაც UFC-ის რუსი მებრძოლები, ალექსანდრ ვოლკოვი, პიოტრ იანი და არმან ცარუკიანი ესწრებოდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ ღონისძიების დროს მოასწრო „ბოუნსმა“ ცარუკიანთან „დამეგობრება“, რის შემდეგაც რუსულ მედიასთან საუბარში სომეხის მისამართით, რომელიც სულ ცოტა ხანში თბილისში ჩამოვა, კომპლიმენტები არ დაიშურა.