მაქს ჰოლოუეი, ჯასტინ გეიჯი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„მაქსმა გამთიშა, კონორს კი მინდა სახეში დავარტყა“ - გეიჯი მომდევნო მეტოქეს არჩევს

UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში, ჯასტინ გეიჯი, არ გეგმავს არმან ცარუკიანთან ან ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლას და თავის მომავალ მეტოქედ კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირების გამარჯვებულს მიიჩნევს, რომელთა ბრძოლასაც პირადად დაესწრება.

„ძალიან მაინტერესებს, რით დასრულდება ეს ბრძოლა. მაქსმა დამანოკაუტა, მაგრამ მე ეს მარცხი გამოვისყიდე და ნაწილობრივ ანგარიშიც გავასწორე, როცა ილია თოფურია დავამარცხე. და როგორც უკვე ასჯერ მითქვამს საჯაროდ, ძალიან მინდა კონორ მაკგრეგორს სახეში დავარტყა.

ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ამ დაპირისპირებას და მიხარია, რომ მის ცოცხლად ყურებას შევძლებ. ეჭვგარეშეა, რომ კონორი ჩვენი სპორტის ყველაზე დიდი სუპერვარსკვლავია. ასეთ მეტოქესთან ბრძოლა უდიდეს ფინანსურ სარგებელს მომიტანდა და კიდევ უფრო განამტკიცებდა ჩემს მემკვიდრეობასა და ლეგენდარულ სტატუსს“,

- განაცხადა გეიჯიმ ჯიმ რომთან ინტერვიუში.

ნახევრადსაშუალო წონაში კონორ მაკგრეგორსა და მაქს ჰოლოუეის შორის ბრძოლა UFC 329-ის ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც 11 ივლისს ლას-ვეგასში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები