„როდესაც ასე იქცევი, დაბრუნება ძალიან ძნელია“ | გეიჯიმ ილიაზე ისაუბრა
ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ „ელ მატადორს“ დაბრუნება ძალიან გაუჭირდება.
„როდესაც საკუთარ თავს ისე აღიქვამ, როგორც დაუმარცხებელ, ხელშეუხებელ და სხვებზე მაღლა მდგომ არსებას, ზუსტად მაშინ აღმოჩნდები ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც შესაძლებელია, შენი სული ნამსხვრევებად იქცეს და ვიღაცამ ის წაგართვას.
ილია ბრძოლების წინ წვეულებებს მართავდა, დაკრძალვის ცერემონიას აწყობდა და სოციალურ ქსელში საკუთარი პროფილის აღწერას ისე ცვლიდა, თითქოს უკვე გამარჯვებული იყო. როდესაც ცდილობ, ხალხს თავი ხელშეუხებელ მებრძოლად წარუდგინო და ერთ ღამეში შენი სტატუსი იმსხვრევა, არ ვიცი, ამ მდგომარეობიდან როგორ შეიძლება დაბრუნდე. ფაქტია, უკან დასაბრუნებელი გზა ბევრად მტანჯველი და დამღლელი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ გეიჯი ერთადერთი არაა, ვინც მიიჩნევს, რომ ილიას ჩვეულ დონეზე დაბრუნება გაუჭირდება. ამ მოსაზრებას პედი პიმბლეტიც იზიარებს, რომელიც დარწმუნებულია, რომ „ელ მატადორი“ იგივე მებრძოლი ვეღარასდროს იქნება.