მარკის რიდი
Aa
Aa

ისევ თურქეთში დარჩა - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ნატურალიზებულ გამთამაშებელს, მარკის რიდს ახალი კლუბი ჰყავს - მომდევნო სეზონიდან 31 წლის კალათბურთელი „ბაჰჩეშეჰირის“ ღირსებას დაცავს.

მარკის რიდი თურქეთის სუპერლიგაში 2023 წლიდან ასპარეზობს და სხვადასხვა დროს „ბუიუქჩეკმეჯეს“, „თოფაშის“ და „ტრაბზონსპორის“ რიგებში გამოდიოდა.

ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში რიდი ჩემპიონატის საუკეთესო მექულე (2023-2025) გახდა, ხოლო 2025 და 2026 წლებში ჩემპინოატის MVP-დ დასახელდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რიდის ახალი კლუბი, „ბაჰჩეშეჰირი“ გასულ სეზონში საუკეთესო ოთხეულში მოხვდა და ნახევარფინალში „ბეშიქთაშთან“ 2:3 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატლანტა ცენტრს ეძებს | ჰოუქსის ერთ-ერთი სამიზნე გოგა ბითაძეა
ატლანტა ცენტრს ეძებს | ჰოუქსის ერთ-ერთი სამიზნე გოგა ბითაძეა