სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა | მისით მინესოტა ინტერესდება

სანდრო მამუკელაშვილი შეუზღუდავი უფლებების მქონე თავისუფალი აგენტი გახდა. ამერიკელი ჟურნალისტის, რობ მეროუსის ინფორმაციით, „მამუმ“ კონტრაქტში ჩადებული პუნქტი არ აამოქმედა და „ტორონტო რეპტორსთან“ ხელშეკრულება ერთი წლით არ გაახანგრძლივა.

ქართველ კალათბურთელს შეეძლო, კანადურ კლუბში კიდევ ერთი სეზონით დარჩენილიყო და ხელფასის სახით 2.8 მილიონი აშშ დოლარი მიეღო. მამუკელაშვილი ბევრად უკეთესი შეთავაზების მოლოდინშია და, დაახლოებით, 10-15-მილიონიანი ხელფასი სურს.

ტორონტოსთან“ დაახლოებული ჟურნალისტის, მაიკლ გრეინჯის ინფორმაციით, „რეპტორსს“ სანდროს შენარჩუნება სურს, თუმცა ეს ძალიან გაუჭირდება, რადგან „მამუს“ ბევრი მსურველი ჰყავს და კანადელებს ფუფუნების გადასახადთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები აქვთ გასათვალისწინებელი.

The Athletic-ის ჟურნალისტი, ჯონ კრავჩინსკი, რომელიც „მინესოტა ტიმბერვულვზის“ შესახებ ხშირად წერს, აცხადებს, რომ მინეაპოლისელები მისით სერიოზულად არიან დაინტერესებული. „ტიმბერვულვზს“ მამუკელაშვილისთვის წინადადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა არის შანსი, ვითარება უახლოეს პერიოდში შეიცვალოს.

ცნობისთვის, „მინესოტაში“ ენტონი ედვარდსი თამაშობს და ახლახან გუნდმა ლამელო ბოლი დაიმატა. „ტიმბერვულვზს“ დიდი მიზნები აქვს და მომდევნო სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. რაც შეეხება სანდროს, რეგულარულ სეზონში მისი საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 80 მატჩი, საშუალოდ 21.9 წუთი სათამაშო დრო, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.9 ასისტი, 0.8 ჩაჭრა და 0.5 ბლოკი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ურუგვაის კოშმარი, კაბო-ვერდეს სასწაული და ესპანეთის პირველი ადგილი - H ჯგუფში ყველაფერი გაირკვა
ურუგვაის კოშმარი, კაბო-ვერდეს სასწაული და ესპანეთის პირველი ადგილი - H ჯგუფში ყველაფერი გაირკვა