მარსელო ბიელსა, ლუის დე ლა ფუენტე, ალექს ბაენა, ფედერიკო ვალვერდე
Aa
Aa

ურუგვაის კოშმარი, კაბო-ვერდეს სასწაული და ესპანეთის პირველი ადგილი - H ჯგუფში ყველაფერი გაირკვა

მსოფლიო ჩემპიონატზე H ჯგუფის გათამაშება დასრულდა და ყველასთვის მოულოდნელად, ესპანეთის ნაკრებთან ერთად პლეი-ოფში გასვლა დებიუტანტმა კაბო-ვერდეს ნაკრებმა შეძლო, ურუგვაის ნაკრები კი ჯგუფში ჩარჩა და გათამაშებას ნაადრევად დაემშვიდობა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ურუგვაის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა. პარალელურად, კაბო-ვერდესა და საუდის არაბეთის მატჩი ფრედ, 0:0 მორჩა, რამაც მარსელო ბიელსას გუნდის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.

კაბო ვერდე 0:0 საუდის არაბეთი

დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, ალექს ბაენამ გაიტანა, თუმცა გოლის ეპიზოდში ურუგვაელთა მეკარემ, ფერნარდო მუსლერამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რამაც გავლენა საბოლოო შედეგზეც მოახდინა. საგულისხმოა, რომ მარსელო ბიელსამ მუსლერა შესვენებაზე შეცვალა, თუმცა არგენტინელმა სპეციალისტმა ყველაზე უცნაური გადაწყვეტილება 56-ე წუთზე მიიღო, როდესაც მოედნიდან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ფედერიკო ვალვერდე გაიყვანა. საბოლოოდ, ბიელსას ცვლილებებმა თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანა და ურუგვაი მსოფლიო ჩემპიონატს ჯგუფურ ეტაპზე დაემშვიდობა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მთავარმა მსაჯმა მატჩის მიწურულს უხეშობის გამო მოედნიდან აგუსტინ კანობიო გააძევა, რასაც ფეხბურთელის მხრიდან უკმაყოფილება და შელაპარაკება მოჰყვა.

ურუგვაი 0:1 ესპანეთი

ამრიგად, H ჯგუფში პირველი ადგილი 7 ქულით ესპანეთმა გაიტანა, მეორე პოზიციაზე კი 3 ქულით კაბო-ვერდე გავიდა. საგულისხმოა, რომ კაბო-ვერდელებმა სამივე მატჩი ფრედ ითამაშეს, რაც 1/16 ნაკრებში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. ურუგვაიმ 2 ქულა დააგროვა, თუმცა საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის ვერ მოხვდა.

უკვე ცნობილია, რომ კაბო-ვერდე 1/16 ფინალში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა კვარაცხელია დემბელეს აღნიშვნას გამოეხმაურა
ხვიჩა კვარაცხელია დემბელეს აღნიშვნას გამოეხმაურა