ზლატან იბრაჰიმოვიჩი, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„სულ სხვა დონეზე არიან“ - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა

შვედეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი დაასახელა. ზლატანის განცხადებით, ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი საფრანგეთის ნაკრებია.

„ფავორიტებად ფრანგებს მივიჩნევ, ისინი სულ სხვა დონეზე არიან. როდესაც საფრანგეთი სრული ძალით თამაშობს, მათი დამარცხება ძალიან ცოტა გუნდს შეუძლია. მეტოქეებს ერთადერთი შანსი მხოლოდ მაშინ ექნებათ, თუ ფრანგები ზედმეტად მოდუნებულები იქნებიან“.

ცნობისთვის, საფრანგეთის ნაკრებმა ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო და პლეიოფში პირველი ადგილიდან გავიდა. 1/16-ფინალში დიდიე დეშამის გუნდი შვედეთს შეხვდება.

იმ შემთხვევაში თუ ფრანგები შვედეთის ბარიერს დაძლევენ, 1/8-ფინალში მათი მეტოქე გერმანიასა და პარაგვაის შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საკუთარ თავს სხვა ნაკრებებს არ ვადარებთ“ - რობერტო მარტინესი
„საკუთარ თავს სხვა ნაკრებებს არ ვადარებთ“ - რობერტო მარტინესი