„ბელინგემი საუკეთესოა, დანარჩენები კი...“ - ნევილმა ინგლისის ნაკრებზე ისაუბრა
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ნევილმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპე ინგლისის ნაკრების თამაში შეაფასა.
რა თქვა ნევილმა:
„უდავოა, რომ ბელინგემი ინგლისის ნაკრების საუკეთესო მოთამაშეა. ის ერთადერთია, ვინც ისე გამოიყურება, თითქოს ოპტიმალურ ფორმაშია. ის მეტოქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, აქტიურია და იმ დონეზე თამაშობს, რასაც მისგან ელიან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ფეხბურთელებმა თამასა მაღლა ასწიეს ფინალებსა და ნახევარფინალებში გასვლით.
ტომას ტუხელმა ინტერვიუში თქვა: „დიდ მატჩებში უფრო აქტიურები ვიქნებით“. არ მგონია, შედეგების გაანალიზების შემდეგ დაასკვნას, რომ ახლა ყველაფერი იდეალურადაა. მომდევნო ოთხ დღეში ძალების მოკრებაა საჭირო, შემადგენლობაში დეკლან რაისი უნდა დავაბრუნოთ, დაცვა უნდა გავაძლიეროთ. ჩანდა, რომ პანამამ რამდენჯერმე გაარღვია ის, თუმცა ჩვენს დასასჯელად ოსტატობა არ ეყოთ, მაგრამ ჩვენს ბიჭებს გამოფხიზლება მოუწევთ.
როცა ინგლისის ნაკრებში ვთამაშობდი, იყო მომენტები, როდესაც ჯგუფიდან ვერ გავდიოდით. ბევრჯერ პირველ ადგილს ვერ ვიკავებდით და მეორეზე გავდიოდით, რის გამოც მეოთხედფინალისკენ მიმავალი გზა კოშმარული იყო.
ეს, ალბათ, ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა, რაც კი ოდესმე განგვიცდია ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად. საქმე იმაშია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მოთამაშეებმა ისეთი სტანდარტები დააწესეს, რომ მათგან მეტი გვინდა. მეტი გვსურს ბელინგემისგან, მეტი გვსურს როჯერსისგან, მეტი გვსურს რეშფორდისგან და ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს“.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა და 1/16 ფინალში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუპირისპირდება. მატჩი 1 ივლისს, საქართველოს დროით 20:00 საათზე გაიმართება.