ტომას ტუხელი
Aa
Aa

„პანამა ძლიერი მეტოქე იყო, მაგრამ სამუშაო ბევრი გვაქვს“ - ტუხელი

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა პანასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა ტუხელმა:

„გავაკეთეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო. ზუსტად ასეთ მატჩს ველოდით – რთულს, ფიზიკურად ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. მათთვის გოლის გატანა ძალიან რთულია და გავხდით ერთადერთი გუნდი, რომელმაც მათ წინააღმდეგ ამდენი მომენტი შექმნა და ორი გოლი გაიტანა.

ძალიან აგრესიულად ვმოქმედებდით, მაგრამ ამასთანავე ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით მათ კონტრშეტევებზე. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ, თუმცა ძალიან რთულად მოვიპოვეთ. სამუშაო ჯერ კიდევ გვაქვს – აუცილებელია ბევრი დეტალის სრულყოფა, მათ შორის დაცვაში ერთი-ერთზე თამაშის.

ახლა ტურნირი თავიდან იწყება – წინ პლეი-ოფის ეტაპია. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ, თავი მოვუყაროთ ყველა საუკეთესო თვისებას და განვავითაროთ ის, რაც უკვე გვაქვს. გუნდური სულისკვეთება, მებრძოლი ხასიათი და საკუთარი თავის რწმენა გვაქვს. აუცილებლად მოვუმატებთ. რაც უფრო სერიოზული გახდება მატჩები, მით უფრო ძლიერები გავხდებით.

სამი დღე დასვენება და შემდეგი მატჩი ოთხ დღეში. ჩვენთვის ეს პრობლემა არ არის. მოგვწონს ასეთი გრაფიკი და შეგვიძლია მსგავს პირობებში თამაში“.

ჯუდ ბელინგემის შესახებ:

„მან კარგი მატჩი ჩაატარა. მიხარია, რომ ჯუდი ასეთ ფორმაშია. ყველამ შეასრულა თავისი სამუშაო და ჯუდმა კი გამარჯვებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“.

როტაციის შესახებ:

„მიხარია, რომ მოედანზე ოლი და ჯორდან ჰენდერსონი გავიდნენ. ისინი გაცილებით მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ. ჩემთვის ეს მარტივი გადაწყვეტილებები არ არის, მაგრამ ისინი ამისთვის მზად იყვნენ, როდესაც გუნდს შეუერთდნენ“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა და 1/16 ფინალში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუპირისპირდება. მატჩი 1 ივლისს, საქართველოს დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინგლისმა პანამა დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
ინგლისმა პანამა დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა