ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ინგლისმა პანამა დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

მსოფლიო ჩემპიონატზე დასრულდა L ჯგუფის შეხვედრებიც. მესამე დასკვნით ტურში ინგლისი პანამას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

ტომას ტუხელმა შემადგენლობაში მცირე ცვლილებები შეიტანა, თუმცა თერთმეტეული საბრძოლო და სოლიდური იყო, რასაც ვერ ვიტყვით ინგლისელთა თამაშზე.

პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში მეორე ნახევარში ინგლისმა მეტოქის კარის აღება მაინც შეძლო. 62-ე წუთზე ანგარიში ჯუდ ბელინგემმა გახსნა. 67-ე წუთზე კი ჯუდმა ჰარი კეინს გაატანინა.

პანამამ თამამად ითამაშა და გატანაც შეეძლოთ, გაიტანეს კიდეც, თუმცა ერთ მომენტში არ გაუმართლათ, რადგან თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

ჯგუფში პირველი ადგილის დამკავებელი ინგლისის ნაკრები 1/16-ფინალში სავარაუდოდ სენეგალს შეხვდება. განა ჯგუფში მესამეა, ასე რომ აფრიკელებს დაცდა მოუწევთ და იმის გარკვევა, მოხვდებიან თუ არა საუკეთესო 8 მესამეადგილოსანს შორის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები