ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციამ ეროვნულ ნაკრებს ჩარტერული რეისი გაუუქმა
ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამი მატჩიდან ვერცერთი მოიგო და პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.
მარსელო ბიელსას ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავი მხოლოდ შიდაკონფლიქტებითა და ზედმეტად უხეში თამაშით გამოიჩინა.
ამ ყველაფრის შემდეგ, ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციამ (AUF) მონტევიდეოში ჩარტერული რეისის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი იძულებულნი გახადა, სახლში დამოუკიდებლად დაბრუნებულიყვნენ.
ეს გადაწყვეტილება პარასკევს გვადალახარაში ესპანეთის ნაკრებთან მარცხის (0:1) შემდეგ იქნა მიღებული. მსგავს ფაქტს ხშირად ნამდვილად ვერ ვნახავთ...
???????????? ????????????????????????????????: The Uruguayan National Team has decided to CANCEL its private charter flight back to Uruguay.
— The Touchline | ???? (@TouchlineX) June 27, 2026
After being eliminated in the World Cup group stage, each player will now return home on COMMERCIAL FLIGHTS.
— @MartinCharquero pic.twitter.com/41lfzswxl5