ნიკო უილიამსი
Aa
Aa

უილიამსი ისევ დაშავდა - ტრავმის სიმძიმე ცნობილია

ურუგვაი-ესპანეთის მატჩის დროს სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები ხშირ შემთხვევაში ზღვარგადასულ უხეშობას მიმართავდნენ, რამაც ყველაზე მეტად ნიკო უილიამსი დააზარალა. ცვლილებაზე შესულ ესპანელთა შემტევს ერთ ეპიზოდში ნიკოლას დე ლა კრუსი ისე ეუხეშა, რომ „ბილბაოს“ ვინგერს ძველი დაზიანება გაუმიზეზდა და მიმდინარე მუნდიალზე უილიამსის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რასაც თავად ნიკომ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება მიუძღვნა.

ნიკო უილიამსი

 

 

 

ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთულია. კიდევ ერთხელ მივიღე საზარდულის ტრავმა, რომლის მკურნალობასაც უკანასკნელი თვეები დავუთმე. დავუთმე იმიტომ, რომ მთავარ საფეხბურთო ტურნირს, მსოფლიოს ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვედროდი.

გავიარე ტანჯვით, გაურკვევლობითა და შფოთვებით სავსე წელიწადნახევარი. უკვე აღარ ვიცოდი ტკივილის გარეშე ყოფნა რა იყო და ნორმალურ ცხოვრებას როდის დავუბრუნდებოდი. იქამდეც მივედი, რომ ტკივილი არამხოლოდ ფეხბურთის თამაშში, არამედ ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში, საპირფარეშოში შესვლის და მანქანაში ჩაჯდომის დროს მიშლიდა.

გუშინ კიდევ ერთხელ მივიღე ტრავმა ჩემი ერთ-ერთი კოლეგის გამო, რომელიც თავისი გუნდის სუსტი თამაშით იმდენად იმედგაცრუებული იყო, რომ ბრაზი ჩემზე გადმოიტანა და სრულიად არასაჭირო ვითარებაში ძალიან უხეშად ითამაშა. თუმცა, მე არ დავნებდები, ვიცი, რომ ყველაფერი ღმერთის ნებაა და მას ჩემთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ კარგი გეგმები აქვს. ეს ამ ისტორიის დასასრული არ არის, ვეცდები დაგიბრუნდეთ და დაგიბრუნდეთ ამ მუნდიალზევე.

ცნობისათვის, ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ახლა 1/16-ფინალში მეტოქეს ელის, რომელიც ავსტრიის, ან ალჟირის ნაკრები იქნება. რაც შეეხება ნიკოს ტრავმის სიმძიმეს, ექიმები დამაიმედებელს ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ, თუმცა გადაჭრით არც იმას აცხადებენ, რომ უილიამსისთვის მუნდიალი საბოლოო დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მსოფლიო ნამდვილი კატასტროფაა“ | ტარემი FIFA-ს აკრიტიკებს
„ეს მსოფლიო ნამდვილი კატასტროფაა“ | ტარემი FIFA-ს აკრიტიკებს