ლიონელ მესი
Aa
Aa

„არგენტინას მესი ჰყავს, პატარა ქვეყანა ვართ“ | კაბო-ვერდეს მწვრთნელი არგენტინაზე

კაბო-ვერდემ ისტორია დაწერა და მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გადალახა. „ლურჯი ზვიგენები“ პლეი-ოფში მუნდიალის მოქმედ ჩემპიონს, არგენტინას ხვდებიან და მათმა მთავარმა მწვრთნელმა, ბუბიშტამ, მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა.

„არგენტინის წინააღმდეგ ასპარეზობა ჩვენთვის დიდი პატივია. პასუხისმგებლობით ვითამაშებთ, რადგან ვიცით, რომ არგენტინას ჰყავს ლეო მესი, რომელსაც ბევრი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

რა თქმა უნდა, კაბო-ვერდეს ყველა მცხოვრებისთვის ეს თამაში უდიდესი სიხარულის წყაროა. პლეი-ოფში არგენტინისა და ლიონელ მესის წინააღმდეგ ასპარეზობის შესაძლებლობა საოცარი რამაა. ჩვენ ისტორიული კავშირები გვაქვს: კაბო-ვერდეს ბევრი მცხოვრები არგენტინაში გადასახლდა.

მიგვაჩნდა, რომ პლეი-ოფში გასვლა შესაძლებელი იყო. ვფიქრობდით, რომ ეს რეალური იყო. გუნდს ძალიან უნდოდა, მსოფლიოსთვის ჩვენი ერთიანობა ეჩვენებინა და ძალიან ვამაყობთ, რომ შემდეგ რაუნდში გავედით. პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ვიბრძვით იმისთვის, რის მიღწევაც გვინდა“.

ცნობისთვის, არგენტინისა და კაბო-ვერდეს ნაკრებების დაპირისპირება 4 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხელიც რომ მოაჭრან, იანთან მაინც იჩხუბებს“ - ომალი დვალიშვილზე
„ხელიც რომ მოაჭრან, იანთან მაინც იჩხუბებს“ - ომალი დვალიშვილზე