მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, შონ ომალი
Aa
Aa

„ხელიც რომ მოაჭრან, იანთან მაინც იჩხუბებს“ - ომალი დვალიშვილზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანზე ისაუბრა. „შუგას“ აზრით, დვალიშვილი-იანის ბრძოლის ჩანიშვნა ამდენი ხნის განმავლობაში რუსი მებრძოლის ტრავმების გამო გაჭიანურდა.

„რამდენი ხანია გვესმის, რომ პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან იჩხუბებს, თუმცა ეს ბრძოლა ჯერ კიდევ არაა ჩანიშნული. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი - მერაბის ცხვირი თუ პიოტრის ზურგი. ფაქტია, რომ ერთ-ერთი მათგანის გამო ეს ბრძოლა ჯერ არ ინიშნება და არა მგონია, ეს მერაბის გამო ხდებოდეს. დვალიშვილს ხელიც რომ მოაჭრან, ის მაინც იჩხუბებს. ამიტომ, ვფიქრობ, რაღაც ტრავმები პიოტრ იანს აქვს.

იანი ჩემპიონია და თუ ის დაბრუნდება და მერაბს ეჩხუბება, სრულიად ჯანმრთელი უნდა იყოს. მე როდესაც მერაბს ვეჩხუბე, ვიცოდი, რომ ოპერაცია მჭირდებოდა. თანაბარი ბრძოლა გვქონდა, შემდეგ ოპერაცია გავიკეთე და შვიდ თვეში ისევ ვეჩხუბე მერაბს, იმიტომ რომ ქამრის დაბრუნება მინდოდა. თუ 100%-ით ჯანმრთელი არ ხარ, მერაბს არ უნდა ეჩხუბო, და ეს პიოტრმაც იცის.

ჩემი და პიოტრ იანის რემატჩი სუპერმსუბუქი წონის ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა იქნებოდა, ამიტომ UFC-ის რისკზე მიდის, როცა ამ ჩხუბის ნაცვლად მერაბისა და პიოტრის მესამე ბრძოლას ნიშნავს“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის დეკემბერში დაკარგა, როცა პიოტრ იანთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: არანაირი სხვა ბრძოლა, მხოლოდ იანთან ტიტულზე ვიჩხუბებ
დვალიშვილი: არანაირი სხვა ბრძოლა, მხოლოდ იანთან ტიტულზე ვიჩხუბებ