ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ილიას ჩხუბის გამო ორი კვირა არ მეძინა, ხალხმა გული მატკინა“ | მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილს ცნობილი სტრიმერი, N3ON-ი ესტუმრა. „მანქანამ“ N3ON-ი ქართულად აალაპარაკა და ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„შენი მეგობარი, არმან ცარუკიანი, ჩემს ძმაზე, ილიაზე, სიბინძურეებს ლაპარაკობს. არმანი კარგი მებრძოლია, მაგრამ ჩემს მეგობარზე ცუდი რამ თქვა. ჯასტინ გეიჯი შენი მეგობარია და მას პატივს ვცემ, მაგრამ გეიჯიზე ცუდად რომ ვილაპარაკო, არ მოგეწონება, ხომ?!

გული მეც მაქვს... ამ ადამიანებმა, რომლებიც ილიაზე ცუდად ლაპარაკობენ და სიგიჟეებს ამბობენ, გული მატკინეს. ბოლო ორი კვირაა, არ მიძინია — ილიას ჩხუბის გამო... მართლა...

რაც შეეხება ორთაბრძოლას, პირველ ორ რაუნდში ილია დომინირებდა. გეიჯი კინაღამ დააფინიშა. მეორე რაუნდში პარტერში გადაიყვანა და ზემოდან მუშტები რომ დაერტყა, ჯასტინის საქმე წასული იყო. ეს მან თავად თქვა, თუმცა ილიამ გადაწყვიტა, მახრჩობელა ილეთით მოეგო, რაც არ გამოუვიდა. გეიჯი ოქტაგონზე დაწვა და როგორღაც გადარჩა.

ილია ერთი თვალით ვერ ხედავდა. პირველ რაუნდში ერთ თვალში დაკარგა მხედველობა, მეორის შემდეგ კი ორივედან ვერ ხედავდა. გეიჯის პატივს ვცემ, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა. შეიძლება შემთხვევითობა იყო, მაგრამ ჯასტინმა ილიას თვალში თითი ნამდვილად მოარტყა“.

რაც შეეხება N3ON-ის ქართულად ალაპარაკებას, მერაბმა მას ასეთი რამ ათქმევინა: „გამარჯობა, საქართველო! ჯიგრები ხართ! იმედია, ერთ დღეს საქართველოში ჩამოვალ, მაგრამ არმან ცარუკიანს არ ჩამოვიყვან, აქ დავტოვებ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალისონის მემკვიდრედ მოიაზრებდნენ, თუმცა...“ - ბრიტანელი ჟურნალისტი მამარდაზე
„ალისონის მემკვიდრედ მოიაზრებდნენ, თუმცა...“ - ბრიტანელი ჟურნალისტი მამარდაზე