გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„ალისონის მემკვიდრედ მოიაზრებდნენ, თუმცა...“ - ბრიტანელი ჟურნალისტი მამარდაზე

ბრიტანელმა ჟურნალისტმა, დევიდ ლინჩმა პოდკასტ Born N' Red-ში „ლივერპულის“ ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ალისონ ბეკერი „ენფილდზე“ კიდევ ერთი წლით დარჩება, მამარდაშვილმა კი ამ სეზონში საკუთარი თავი საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინოს, რათა ბრაზილიელის წასვლის შემდეგ კლუბის პირველი მეკარე გახდეს.

„თავდაპირველად, მამარდაშვილი ალისონის მემკვიდრედ მოიაზრებოდა, თუმცა არავინ გახდის მას პირველ ნომრად მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ კლუბმა ის ორი წლის წინ სწორედ ამ განზრახვით იყიდა.

მამარდაშვილმა პირველი მეკარის სტატუსი უნდა დაიმსახუროს. ვფიქრობ, გასულ სეზონში მას როგორც კარგი, ისე ცუდი პერიოდები ჰქონდა. ამ დროის მონაცემებით ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ალისონი კიდევ ერთი სეზონით დარჩება, ამიტომ მამარდაშვილმა ახლა თავი უნდა გამოიჩინოს.

„ლივერპული“ მუდმივად აკვირდება სხვა მეკარეებს და თუ მამარდაშვილი მომდევნო 12 თვეში კარგად წარმოაჩენს თავს, მას ექნება შანსი, პირველი ნომერი გახდეს. თუმცა ამისათვის საჭიროა, რომ მან გასულ სეზონთან შედარებით წინ გადადგას ნაბიჯი. ერთი მხრივ, ეს მამარდაშვილზე ზეწოლას ზრდის, მეორე მხრივ კი ეს უდიდესი შესაძლებლობაა“.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მამარდაშვილმა „წითლების“ მაისურით 20 მატჩში 34 გოლი გაუშვა, კარის მშრალად შენახვა კი მხოლოდ სამჯერ შეძლო. ალისონ ბეკერის მიმართ ინტერესს ტურინის „იუვენტუსი“ იჩენს, თუმცა, როგორც ჩანს, „ლივერპული“ ბრაზილიელის გაყიდვას არ აპირებს. ალისონის კონტრაქტი მერსისაიდულ კლუბთან 2027 წლამდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი: ჩუბინიძემ ბორნმუთთან პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
კარგი ამბავი: ჩუბინიძემ ბორნმუთთან პროფესიული კონტრაქტი გააფორმა