ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

10 მილიონი ევრო ზურიკოს სანაცვლოდ | სენტ-ეტიენს შეთავაზება გაუკეთეს

„სენტ-ეტიენის“ ქართველ ფეხბურთელს, ზურიკო დავითაშვილს, რამდენიმე მსურველი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი „ბეშიქთაშია“ და თურქული პრესის ინფორმაციით, „შავ-თეთრებმა“ „მწვანეებს“ წინადადებაც გაუკეთეს.

„ბეშიქთაშმა“ „სენტ-ეტიენს“ 10-მილიონიანი შეთავაზებით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. ფრანგულ კლუბს არ სურს, თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი 10 მილიონ ევროდ დათმოს და მის სანაცვლოდ, დაახლოებით, ორჯერ მეტის მიღებაზეა ორიენტირებული.

თურქეთში გადასვლის პერსპექტივა დავითაშვილსაც არ ხიბლავს. თურქი ჟურნალისტის, ერთან სიუზგუნის, მიხედვით, ზურიკოს ურჩევნია, მისი კარიერის მომდევნო გაჩერება ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის წარმომადგენელი კლუბი იყოს, რის გამოც „ბეშიქთაშში“ ტრანსფერის ალბათობა მკვეთრად მცირდება.

ცნობისთვის, დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ში დარჩა, კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 12 მილიონი ევრო გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბელინგემი საუკეთესოა, დანარჩენები კი...“ - ნევილმა ინგლისის ნაკრებზე ისაუბრა
„ბელინგემი საუკეთესოა, დანარჩენები კი...“ - ნევილმა ინგლისის ნაკრებზე ისაუბრა