კილიან მბაპე, ლიონელ მესი, რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

„ფეხბურთი ნებისმიერ შემთხვევაში ციფრებს სცდება“ - რონალდო მესისა და მბაპეზე

ლეგენდარულმა რონალდო ნაზარიომ ისაუბრა, თუ როგორ უყურებს იმ ფაქტს, რომ ლიონელ მესიმ და კილიან მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობით მის მიღწევას გადააჭარბეს.

- მესიმ (19 გოლი) და მბაპემ (16 გოლი) ახლახან გაგისწრეს და ახლა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის რეკორდისთვის იბრძვიან. რას ფიქრობთ ამაზე?

„ეს გვეხმარება გავიგოთ, რომ ყველა რეკორდი იმისთვის არსებობს, რომ მოიხსნას, და რომ ფეხბურთი ნებისმიერ შემთხვევაში ციფრებს სცდება. ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ჩვენს შემდეგ ვტოვებთ. ორივე მათგანი, უდავოდ, ისეთი მოთამაშეა, რომელიც სტატისტიკის ფარგლებს სცდება და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობას იმსახურებს.

მესი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესია და ახლაც აგრძელებს გავლენიან და გადამწყვეტ მოთამაშედ ყოფნას. რაც შეეხება მბაპეს - მისი თამაშის სტილი საუკეთესო წლებში ჩემს თავს მაგონებს. ის თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი და ფეხბურთის ლეგენდების ბუნებრივი მემკვიდრეა”.

- განაცხადა რონალდომ.

აქვე გეტყვით, რომ ამჟამად მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ასეთი მდგომარეობაა: რონალდო - 15 გოლი, მიროსლავ კლოზე - 16, კილიან მბაპე - 16, ლეო მესი - 19.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები