ლიონელ მესი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ლო სელსოსა და მესის ჯარიმები - არგენტინამ იორდანია დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატზე J ჯგუფის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. არგენტინამ იორდანიას 3:1 მოუგო და ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.

ლიონელ სკალონის გუნდი გადახალისებული შემადგენლობით თამაშის მიუხედავად, მეტოქეს მაინც მარტივად გაუმკლავდა და ტაიმი 2:0 მოიგეს. გოლები ჯოვანი ლო ჩელსომ (ულამაზესი ჯარიმით) და ლაუტარო მარტინესმა (პენალტით) გაიტანეს.

მეორე ტაიმში მოედანზე ლეო მესიც გამოჩნდა, რომელიც როგორც დაანონსებული იყო თადარიგში იმყოფებოდა. 55-ე წუთზე მუსა ალტამარიმ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

შეხვედრას წერტილი მე-80 წუთზე ლეო მესიმ დაუსვა, რომელმაც ამჯერად ჯარიმა გაიტანა. ეს 39 წლის ლეოსთვის ამ მუნდიალზე მე-6 გოლი იყო. ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატებზე მას უკვე 19 ბურთი აქვს გატანილი და ბოლო 7 შეხვედრაში თავის გამოჩენა ყოველ ჯერზე მოახერხა.

არგენტინელები 1/16-ფინალში კაბო ვერდეს დაუპირისპირდებიან. მატჩი მაიამიში 4 ივლისს (02:00) გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები