გოლი და ასისტი ფინალში - მესიმ კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ჩემპიონთა თასის ფინალში „ინტერ მაიამიმ“ მექსიკური „კრუს ასული“ დაამარცხა და ამ ტიტულს პირველად დაეუფლა.
ანგარიში 24-ე წუთზე ლუის სუარესის პასის შემდეგ თავური დარტყმით ლეო მესიმ გახსნა. ეს არგენტინელისთვის „ინტერ მაიამის“ მაისურით გატანილი მე-100 გოლია.
81-ე წუთზე მესის პასით „მაიამის“ უპირატესობა ორამდე კაზემირომ გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჩემპიონთა თასი 2018 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ერთი მატჩისგან შედგება, რომელშიც ერთმანეთს MLS-ის თასისა და მექსიკის სუპერთასის გამარჯვებულები ხვდებიან.