ლიონელ მესი, ლიონელ სკალონი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

მესის გაცილება - სკალონიმ ამხანაგურებისთვის შემადგენლობა დაასახელა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც უკანასკნელად მოხვდა „ალბისელესტეს“ კაპიტანი ლიონელ მესი.

არგენტინელთა „ათიანმა“ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და არგენტინელი გულშემატკივრების წინაშე გამოსამშვიდობებელ მატჩს გამართავს.

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, კლაუდიო ტაპიას განცხადებით, სკალონის გუნდი 30 სექტემბერს ბოლივიას შეხვდება, 3 ოქტომბერს ბურკინა-ფასოს, 6 ოქტომბერს კი ბენინს დაუპირისპირდება და სწორედ ამ შეხვედრაში ითამაშებს ლიონელ მესი.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ემილიანო მარტინესი (ჩელსი), ხუან მუსო (ატლეტიკო), ხერონიმო რული (მანჩესტერ სიტი)

დაცვა: აგუსტინ გიაი (პალმეირასი), ლეონარდო ბალერდი (რომა), კრისტიან რომერო (ატლეტიკო), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტედი), ხუან ფოიტი (ვილიარეალი), ფაკუნდო მედინა (ლევერკუზენი), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი), რომან ვეგა (ზენიტი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ენცო ფერნანდესი (მანჩესტერ სიტი), ალექსის მაკ ალისტერი (ლივერპული), ვალენტინ ბარკო (ჩელსი), ჯოვანი ლო სელსო (ბეტისი), ეზეკიელ პალასიოსი (იფსვიჩი), როდრიგო დე პაული (ინტერ მაიამი), ნიკო პასი (კომო), ფრანკო მასტანტუონო (ფიორენტინა), მატიას სოულე (რომა), ჯულიანო სიმეონე (ატლეტიკო), ნიკო გონსალესი (იუვენტუსი), ჯანლუკა პრესტიანი (ბენფიკა), ხოსე მანუელ ლოპესი (პალმეირასი), სანტიაგო კასტრო (რომა), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„100 ხმა რომ მქონდეს, ყოველ ჯერზე მესის ავირჩევდი“ - ზიდანი ოქროს ბურთზე
„100 ხმა რომ მქონდეს, ყოველ ჯერზე მესის ავირჩევდი“ - ზიდანი ოქროს ბურთზე