ლიონელ მესი, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

„ოქროს ბურთი მესიმ უნდა მოიგოს“ - დიეგო სიმეონე

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ახსნა, თუ რატომ უნდა მოიგოს 2026 წელს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო - „ოქროს ბურთი“ არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ.

„2026 წლის „ოქროს ბურთი“ ლეო მესიმ უნდა მიიღოს. ყოველგვარი ეჭვის გარეშე. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც მან თავის ასაკში ჩაატარა… ეჭვგარეშეა“, - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 39 წლის მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ფინალში გავიდა. მსოფლიო პირველობაზე თავდამსხმელმა რვა შეხვედრაში 8 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოება 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ორი ფრანგით, ხვიჩას გარეშე - L'Equipe-ი ოქროს ბურთზე წერს
    ორი ფრანგით, ხვიჩას გარეშე - L'Equipe-ი ოქროს ბურთზე წერს