„სიგიჟე იყო! ძალიან ბედნიერი ვარ“ - მამარდა ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ
ინგლისის ლიგის თასზე, „ტოტენჰემთან“ 3:1 გამარჯვების შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა განვლილი შეხვედრა კლუბის ოფიციალურ გვერდთან შეაჯამა და მიმდინარე სეზონში, პირველი თამაშის ემოციებზე ისაუბრა.
რას ამბობს მამარდაშვილი:
„ეს სიგიჟე იყო, ყველაფერი გამოვიარეთ, ამინდიც კი! მაგრამ კარგი თამაში გამოვიდა. ვისიამოვნე.“
„მიხარია, რომ ეს სეივები შევასრულე, რადგან გუნდს ცოტათი დავეხმარე. დიახ, ბედნიერი ვარ.“
გიორგი მამარდაშვილმა უმნიშვნელოვანესი სეივი შეასრულა, როდესაც მეორე ტაიმის ბოლოს, როცა გუნდი 2:1-ს იგებდა, „სპურსის“ თავდამსხმელის, ომარ მარმუშის რიკოშეტით წამოსული ბურთი მოიგერია.
კონკრეტულად ამ მოგერიების მნიშვნელობაზე მამარდაშვილმა თქვა: „ეს ეპიზოდი ზუსტად ახლა ვნახე განმეორებით. ნამდვილად სიგიჟე იყო. კარგი სეივია.
ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი თამაში და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. განსაკუთრებით „ენფილდზე“, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად. ძალიან ბედნიერი ვარ.
ამ სეზონში თამაშის შანსი აქამდე არ მქონია, ამიტომ მინდოდა დღევანდელი დღით მესიამოვნა და ასეც მოვიქეცი. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.“
გიორგი მამარდაშვილმა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ 5 მოგერიება შეასრულა და 1 გოლი გაუშვა. ცნობილ სტატისტიკურ პორტალ Sofascore-ზე მისი თამაში 7.5 ქულით შეფასდა. ახალ სეზონში, ქართველი მეკარისთვის ეს პირველი მატჩი იყო.