გიორგი მამარდაშვილი, ანდონი ირაოლა
Aa
Aa

„შესანიშნავი მოგერიება მატჩის გადამწყვეტ მომენტში“ | ირაოლამ მამარდაშვილი შეაქო

„ლივერპულმა“ ინგლისის ლიგის თასზე „ტოტენჰემი“ 3:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. „წითლების“ წარმატებაში გიორგი მამარდაშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა და მატჩის ბოლოსკენ, საოცარი სეივით, გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი, ანდონი ირაოლა Sky Sports-ს ესაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა „მამარდას“ სეივი გამოარჩია და აღნიშნა, რომ მის გამო ბედნიერია.

„ჩვენი მიზანია, კარგად ვითამაშოთ და მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმსახუროთ. გამარჯვებაში ყველა ფეხბურთელმა შეიტანა წვლილი. მახსოვს ის შესანიშნავი სეივი, რომელიც გიორგიმ მატჩის გადამწყვეტ მომენტში შეასრულა. ასე რომ, მის გამოც ბედნიერი ვარ. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ბევრი ფეხბურთელი იყოს ჩვენს განკარგულებაში, რადგან ამ სეზონში ოთხ ტურნირზე ვასპარეზობთ და თითოეული მათგანი დაგვჭირდება“.

ცნობისთვის, „ლივერპულმა“ პრემიერლიგის ოთხი შეხვედრიდან ერთი მოიგო, სამი კი ფრედ დაასრულა და სატურნირო ცხრილის მერვე ადგილს იკავებს. „წითლებმა“ ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზა „ატლეტიკოსთან“ გამარჯვებით დაიწყეს და მადრიდული კლუბი 2:1 დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამაოგნებელი მოგერიება“ | როგორ შეაფასა ინგლისურმა პრესამ მამარდაშვილის თამაში
„გამაოგნებელი მოგერიება“ | როგორ შეაფასა ინგლისურმა პრესამ მამარდაშვილის თამაში