კახა ცხადაძე, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„სანამ მოტივაცია ექნება, მანამდე არ უნდა წავიდეს“ - ცხადაძემ სანიოლზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ „კრისტალსპორტის“ პროექტ „მეფესავით პოდკასტში“ ვილი სანიოლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფრანგმა სპეციალისტმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს.

ცხადაძე ფიქრობს, რომ ბოლო შესარჩევ ციკლში წარუმატებელი შედეგის შემდეგ, სანიოლს წარმატების მიღწევის დიდი მოტივაცია ექნება.

რას ამბობს ცხადაძე:

„ამოწურა თუ არა ვილიმ თავი საქართველოს ნაკრებში? მხოლოდ მისი გადასაწყვეტია რას იზამს. თუ მოტივაცია აღარ ექნება, დარწმუნებული ვარ, თვითონვე იტყვის. ამ წარმატებული შედეგების შემდეგ, ძალიან ბევრი შეთავაზება ჰქონდა. ამის შესახებ მეც ვიცი და ჩემი აზრი ასეთია - სანამ ვილი თავად არ ჩათვლის, რომ ამ ნაკრებში მოტივაცია ამოეწურა, მანამდე აქ უნდა იყოს. როგორც ვიცი, ეს მოტივაცია აქვს, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ წინა შესარჩევზე კარგ შედეგებს ვერ მივაღწიეთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მოტივაცია ექნება ახალ შესარჩევში, რომ წარმატებას მიაღწიოს. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი შანსი გვაქვს პირველი ადგილის დაკავების“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალ სეზონს 25 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ ჩრდ. ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს, 28 სექტემბერს კი უკრაინას უმასპინძლებს. 2 ოქტომბერს ჩვენი გუნდი უნგრეთს ესტუმრება, 5 ოქტომბერს საშემოდგომო შეკრებას ჩრდ. ირლანდიასთან გასვლითი მატჩით დაასრულებს.

სრული ეპიზოდი:

Youtube video poster

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიგიჟე იყო! ძალიან ბედნიერი ვარ“ - მამარდა ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ
„სიგიჟე იყო! ძალიან ბედნიერი ვარ“ - მამარდა ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ