ლიგის თასის წილისყრა - მამარდას ლივერპული ჩელსის დაუპირისპირდება
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ ინგლისის ლიგის თასის მეოთხე რაუნდში მეტოქის ვინაობა გაიგო. წილისყრის შედეგების მიხედვით, მერსისაიდელები „ჩელსის“ დაუპირისპირდებიან, შეხვედრა „ენფილდზე“ გაიმართება.
დანარჩენი წყვილები ასე გამოიყურება: ფლიტვუდი-არსენალი, ევერტონი-ნიუკასლი, სანდერლენდი-ბრენტფორდი, ბრედფორდ სიტი-პიტერბორო, ფულემი-კრისტალ პალასი, ბორნმუთი-ასტონ ვილა, მანჩესტერ სიტი/ნორვიჩი-ბრაიტონი.
???? The Round Four draw!#EFL | #CarabaoCup pic.twitter.com/QotDeNonAl
— Carabao Cup (@Carabao_Cup) September 16, 2026
მატჩები ოქტომბრის ბოლო კვირაში გაიმართება. იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი მამარდაშვილს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სათამაშო დრო ჯერ არ მისცემია, „წითლების“ მაისურით მას მოედანზე დიდი ალბათობით სწორედ ლიგის თასზე, „ჩელსის“ წინააღმდეგ ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ მესამე რაუნდში „ლივერპულმა“ „ტოტენჰემს“ მოუგო, გიორგი მამარდაშვილმა კი რამდენიმე კარგი მოგერიება შემოგვთავაზა და მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელის, ანდონი ირაოლას ქებაც დაიმსახურა.