არსენალის ექსფეხბურთელი: კვარა ჩვენთვის ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
ხვიჩა კვარაცხელია ლონდონის „არსენალისთვის“ ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა, - ამის შესახებ „მეთოფეების“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერემი ალიადერმა განაცხადა.
- დაასახელეთ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც „არსენალში“ დაამატებდით...
- რთული კითხვაა. მტკიცედ მჯერა, რომ გუნდი დაბალანსებული უნდა იყოს, გასახდელში კი წარმატების მისაღწევად კარგი ატმოსფერო უნდა სუფევდეს. კილიან მბაპეს დასახელებას ვაპირებდი, იმიტომ რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა როგორ შეეწყობოდა ის ამ გუნდს? გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებდა თუ უფრო საკუთარ თავზე იფიქრებდა?
ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს, ამიტომ ალბათ ხვიჩას ავირჩევდი. ის გუნდური მოთამაშეა, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს. თანაც, კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე თამაშობს, ამ პოზიციას კი გაძლიერება სჭირდება. ეს ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა“.
ცნობისთვის, ჟერემი ალიადერი „არსენალის“ ღირსებას 2001-2007 წლებში იცავდა.