გიორგი გაგუა
Aa
Aa

12 საგოლე მოქმედება 12 მატჩში | გაგუას გოლი და სენსაციური მარცხი

სლოვაკეთის თასის 1/32-ფინალში რანგით მესამე ლიგის „ველკე ლუდინცემ’’ „დუნაისკა სტრედას’’ 3:2 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მე-20 წუთზე სტუმართა ქართველმა შემტევმა გიორგი გაგუამ გაიტანა და მისი გოლით ანგარიში 1:2 გახდა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში შემოატრიალეს - 3:2. მატჩის მიწურულს „დუნაისკა სტრედას'' ფეხბურთელებმა ორი პენალტი ვერ გაიტანეს და თასის გათამაშებას დაემშვიდობნენ.

24 წლის ქართველ „ათიანს’’ კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს, სლოვაკეთის ჩემპიონატში შვიდივე მატჩი ჩაატარა და მინიმუმ ერთი საგოლე მოქმედება ყველა მატჩში შეასრულა. 7 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. კონფერენს ლიგაზე ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა („ველეჟ მოსტართან’’) და 1 საგოლე პასი („ტვენტესთან’’) შეასრულა. სლოვაკეთის თასზე ერთ მატჩში მის ანგარიშზე 1 გოლია.

ყველა ტურნირის ჩათვლით მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. 12 მატჩში 12 საგოლე მოქმედება ბრწყინვალე შედეგია.

გასული სეზონიდან მიწურულიდან მოყოლებული გაგუას პოზიცია შეუცვალეს, ცენტრფორვარდზე იშვიათად თამაშობს, მეტწილად „ათიანზეა'' და შეტევების განვითარებაში მონაწილეობს, საკვანძო პასებს ასრულებს და უფრო მრავალმხრივი ფეხბურთელი გახდა. ამ სეზონში თითქმის ყოველთვის „ათიანზეა''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ არსებობს მაგარი აგენტი, არსებობს მაგარი ფეხბურთელი“ - სატრანსფერო ინფორმაციები ქართველ მოთამაშეებზე
„არ არსებობს მაგარი აგენტი, არსებობს მაგარი ფეხბურთელი“ - სატრანსფერო ინფორმაციები ქართველ მოთამაშეებზე