გოლთან და საგოლე პასთან ახლოს იყო - წიტაიშვილის კარგი მატჩი ესპანიოლთან
ლა ლიგის მორიგ ტურში რაიო ვალეკანომ ესპანიოლს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა გიორგი წიტაიშვილს, რომელიც ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მინდორზე 76 წუთი გაატარა.
რაიო ვალეკანოს მე-2 გოლი სწორედ ქართველი ფეხბურთელის აქტიურობას მოყვა. ამის შემდეგ, თავად გიორგის შეეძლო ესპანიოლის კარის აღება, თუმცა მისი დარტყმა მცირე მანძილიც ასცდა კარს.
პირველ ტაიმში, წიტაიშვილი საგოლე პასთანაც ძალიან ახლოს იყო. უზადოდ შესრულებული გადაცემა, კამელომ ვერ გამოიყენა. მისი დარტყმა კარის ძელს მოხვდა.
მეორე ნახევარში, გიორგიმ თანაგუნდელთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა და კარისკენაც დაარტყა, თუმცა ბურთი კვლავ მცირე მანძილით ასცდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა რაიო ვალეკანოს რიგებში მესამე მატჩი ჩაატარა, აქედან 2 ძირითად შემადგენლობაში. მადრიდული გუნდი ლა ლიგის შემდეგ ტურში ოსასუნას ესტუმრება.