სევილია, გიორგი ქოჩორაშვილი, ლუის გარსია
Aa
Aa

გარსია: ფოფანას მოსვლამ სხვების სათამაშო დრო შეამცირა, მათ შორის ქოჩორასი

ლა ლიგის მორიგ ტურში სევილია დეპორტივოს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ანდალუსიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლუის გარსიამ სხვადასხვა ფეხბურთელების სათამაშო დროზე ისაუბრა, მათ შორის გიორგი ქოჩორაშვილზეც.

რა თქვა ლუის გარსიამ?

„ფოფანას მოსვლამ სხვების სათამაშო დრო შეამცირა და ერთ-ერთი მათგანი ნიკო გილენი გახლავთ, თუმცა ეს მარტო მას არ შეეხო. ასევე სათამაშო დრო ქოჩორაშვილს და ლუსიენსაც შეუმცირდა.

ნიკო ახალგაზრდაა და თუ ვინმემ დაამტკიცა, რომ მისთვის თამაშის მიცემის არ ეშინია, ეს მე ვარ. მან უნდა გაიმეოროს ის, რაც მეორე დღეს გააკეთა, როცა პირველი ტაიმი ფანტასტიკურად ჩაატარა, მეორე კი — ბრწყინვალედ. საქმე მხოლოდ ნიკოში არ არის, მაგრამ თუ ფოფანას ტრანსფერს ვიწონებთ, ნიკო ამდენად არ უნდა დაგვეკარგოს, რადგან ამ შემთხვევაში საკუთარ თავს ვეწინააღმდეგებით. ეს კი ნიშნავს, რომ ყველას სათამაშო დრო შეუმცირდება.“

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა სევილიაში გადასვლის შემდეგ, 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ერთხელაც არ ყოფილა.

ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე, 3 ჩატარებულ შეხვედრაში 108 წუთი და 1 საგოლე პასია, რომელიც მან ვალენსიას წინააღმდეგ შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები