გიორგი მამარდაშვილი, კახა ცხადაძე
Aa
Aa

„სწორედ ამიტომ არ წავიდა“ - ცხადაძემ მამარდაშვილზე ისაუბრა

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი გუშინ ჩაატარა და იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ყველა მის საოცარ პერფომანსზე საუბრობს. „ტოტენჰემის“ სახით „ლივერპულს“ ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავდა, თუმცა 25 წლის ქართველმა მეკარემ რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია და მერსისაიდელებს მერვედფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

საქართველოს ნაკრებისა და „წითლების“ მეკარეზე ისაუბრა გადაცემაში „მეფესავით პოდკასტი“ ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა და ეროვნული გუნდის ყოფილმა კაპიტანმა კახა ცხადაძემ, რომელმაც Crystalsport-ს ერთი საინტერესო ინფორმაცია ექსკლუზიურად გაუმხილა.

კახა ცხადაძე

ცოტა ხნის წინ გიორგი მამარდაშვილის აგენტს ლევან სეთურიძეს ვესაუბრე და ისეთი ინფორმაცია მითხრა, რამაც ძალიან გამახარა. უახლოეს მომავალში მერსისაიდელები გიორგისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებენ და ხელშეკრულებაში იქნება გარანტიები იმისა, რომ მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება. ალბათ სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო „ლივერპულში“ დარჩენის გადაწყვეტილება, თორემ ლევანმა ისიც მითხრა, რომ ზაფხულში მამარდას წინადადებები უამრავი კლუბიდან ჰქონდა და ყველაზე უარი განაცხადა.

ცნობისათვის, კახა ცხადაძის ბოლო სამუშაო ადგილი აზერბაიჯანის „გაბალა“ იყო, რომელიც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. როგორც თავად აცხადებს, მინიმუმ ზამთრამდე პაუზის აღებას და დასვენებას აპირებს, თუმცა გეგმაში აქვს, რომ ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენოს და რომელიმე ცნობილ გუნდში სტაჟირება გაიაროს.

მთლიანი პოდკასტის ხილვა შეგიძლიათ YouTube ლინკზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი მოგერიება მატჩის გადამწყვეტ მომენტში“ | ირაოლამ მამარდაშვილი შეაქო
„შესანიშნავი მოგერიება მატჩის გადამწყვეტ მომენტში“ | ირაოლამ მამარდაშვილი შეაქო