როდის დაბრუნდება პიოტრ იანი | რას ამბობს მისი მენეჯერი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, პიოტრ იანის მენეჯერმა, საიატ აბდრახმანოვმა, რუსი მებრძოლის მომავალზე ისაუბრა. აბდრახმანოვმა იანის მომდევნო ორთაბრძოლის სავარაუდო თარიღი დაასახელა და განაცხადა, რომ იანი შემოდგომამდე არ იჩხუბებს.
„პიოტრ იანს დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდა. პირველი ოპერაციის შემდეგ ესეც დაგეგმილი ქირურგიული ჩარევა გახლდათ. რეაბილიტაციის ვადებზე თუ ვისაუბრებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოდგომისთვის მზად იქნება. შემოდგომაზე შეიძლება, მომდევნო ორთაბრძოლა გამართოს“.
ცნობისთვის, იანმა ბოლო ბრძოლა 2025 წლის დეკემბერში გამართა და მერაბ დვალიშვილი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „მანქანასთან“ ჩხუბის შემდეგ იანს ზურგის ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კი კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
დვალიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე იანი იქნება. მერაბის თქმით, UFC-იმ მას დაუდასტურა, რომ საჩემპიონო ქამრის დაბრუნების შანსს მიიღებს. როდის გაიმართება მათი ორთაბრძოლა, ჯერჯერობით უცნობია.