ლიონელ მესი, ენცო ფერნანდესი, მარიო კემპესი, ალექსის მაკ ალისტერი
Aa
Aa

სიტყვები კი არ მთავრდება, უბრალოდ აღარ არსებობს | კემპესმა მესიზე ისაუბრა

1978 წლის მუნდიალის ტრიუმფატორმა, ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა მარიო კემპესმა მადრიდულ AS-თან ინტერვიუში ლიონელ მესიზე ისაუბრა.

- რას ფიქრობთ მესიზე ამ მსოფლიო ჩემპიონატზე? როგორ მოგწონთ მისი თამაში, მარიო?

- არაჩვეულებრივია. ამას არავინ ელოდა. ვფიქრობდით, რომ სკალონისთან მოუწევდა საუბარი იმაზე, თუ რამდენი წუთის თამაშს შეძლებდა, მაგრამ მან ყველა გააოცა. ორი მატჩი და ხუთი გოლი 39 წლის ასაკში, რომელიც ახლახან შეუსრულდა...

- ამ მოთამაშის მიმართ სიტყვები უკვე ზედმეტია...

- არა, სიტყვები კი არ მთავრდება, უბრალოდ აღარ არსებობს. ის კვლავ საუკეთესოდ წარმოგვაჩენს, გარდა იმისა, რომ მოედანზე დაუჯერებელი პიროვნული თვისებებით გამოირჩევა; იდეალურად მოძრაობს, ზუსტად ურტყამს და გუნდიც, ყოველ შემთხვევაში, გოლების კუთხით, მასზე ისევ დამოკიდებულია.

- რა არის ლეოს საიდუმლო?

- ის ისეთი დასვენებულია, როგორც არასდროს. უდიდესი მონდომებით ჩაერთო ტურნირში და დარტყმის დროსაც ძალიან ზუსტია. მესი თანაგუნდელებივით ბევრს არ დარბის, მაგრამ მოედანზე სიარული იდეალურად იცის. იცის სად უნდა დადგეს და ყოველთვის პოულობს ისეთ სივრცეს, სადაც მეტოქეები არ არიან.

მარიო კემპესი არგენტინის ნაკრების ნახევარმცველებზეც ისაუბრა: არგენტინას ორი საყრდენი ნახევარმცველი ჰყავს — მაკ ალისტერი და ენცო. ენცოს შეუძლია გადავიდეს მარჯვნივ, მარცხნივ, უფრო წინ... სადაც არ უნდა დააყენო, ყოველთვის პროდუქტიული იქნება. მასაც და მაკ ალისტერსაც შეუძლიათ შეტევის დაგვირგვინება ფინალურ ფაზაში. დე პოლსაც შეუძლია ცენტრში შემოწევა მარჯვენა ფლანგიდან, თუმცა არგენტინა ახლა სხვანაირად თამაშობს, რადგან მესი ჰყავს. იცი, რომ თუ ბურთს მესის მისცემ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება სიურპრიზი შემოგთავაზოს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები