ნარიმანიძის გამარჯვების გოლი | ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის მე-5 ტურში ჟილინამ სანდრო ნარიმანიძის გოლით კომარნო დაამარცხა - 2:1. 1,91 მ. სიმაღლის ცენტრალურმა მცველმა სლოვაკურ კლუბში 51-ე მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა. ყველაზე მაღლა ახტა, თავით ძლიერად და ზუსტად დაარტყა, მეკარე უშანსოდ იყო.
რაც შეეხება გაშვებულ გოლს, სანდროს შეცდომა არ მოჰყოლია, თუმცა პასის ჩაჭრა შეეძლო.
Sofascore-მა და Flashcore-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი დაასახელეს. Sofascore-მა 7,7 დაუწერა, Flashcore-მა - 8,1.
სანდროს საქართველოს 17 და 21-წლამდე ნაკრებებში გაუტანია, საკლუბო დონეზე ეს მისი პირველი გოლია.
ნარიმანიძის გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე
სანდრო იბერიას აკადემიის აღზრდილია, 2025 წლის დასაწყისში ჟილინაში გადავიდა და მას შემდეგ სლოვაკურ კლუბში თამაშობს.
2025 წლის ნოემბერში ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა არ ათამაშა, ესპანეთთან და ბულგარეთთან სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
21-წლამდე ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესოა, მიმდინარე შესარჩევში 5 მატჩში 2 გოლი შეაგდო (ორივე მალტასთან) და 1 საგოლე პასი (მალტასთან) შეასრულა.
ივნისის თვეში აშშ-სთან და მოლდოვასთან ამხანაგურ მატჩებში 21-წლამდე ნაკრების კაპიტანი იყო.