გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძეს მომენტი ჰქონდა | ფროზინონე იუვენტუსთან დამარცხდა

იტალიის სერია A-ს პირველ ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა. „კანარინიმ“ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ქულის აღებასთან ახლოს იყო, თუმცა მინიმალური ანგარიშით დამარცხდა — 0:1.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე გავიდა. „ბებერი ქალბატონის“ მხრიდან ბრემერი გამოირჩა, რომელმაც ფრანსისკუ კონსეისაუს ჩაწოდებით ისარგებლა და გამარჯვების ბურთი შეაგდო. „ფროზინონეს“ ანგარიშის გათანაბრების ყველაზე კარგი შანსი მეორე ტაიმის დამატებულ წუთებზე ჰქონდა, თუმცა გაბრიელე კალვანის დარტყმა ხარიხას მოხვდა.

კვერნაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველ გარემარბს გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

გიორგიმ „იუვენტუსის“ კარისკენ 3-ჯერ დაარტყა (ერთხელ დაუბლოკეს), 5-დან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და ბურთი სამჯერ დაიბრუნა. კვერნაძე ბურთს 34-ჯერ შეეხო, 13-დან 10 ზუსტი გადაცემა გააკეთა და 1 საკვანძო პასი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ლუჩანო სპალეტის ბოლო წუთებზე სერიოზული პრობლემა გაუჩნდა. გულიელმო ვიკარიომ, რომლის გასაფორმებლადაც „იუვენტუსი“ დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა, ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მის ნაცვლად მატია პერინი შევიდა.

ცნობისთვის, „ფროზინონე“ მომდევნო შეხვედრას 29 აგვისტოს გამართავს. გიორგი კვერნაძის გუნდი სტუმრად „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება. მატჩი, თბილისის დროით, 20:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გოლი და მატჩის MVP - მიქაუტაძემ ატლეტიკოსთან გაიბრწყინა, მაგრამ ვერ მოიგო
გოლი და მატჩის MVP - მიქაუტაძემ ატლეტიკოსთან გაიბრწყინა, მაგრამ ვერ მოიგო