„ემბოლოს გაძევება არგენტინასთან? სწორად ვიმოქმედეთ“ - პორტუგალიელი მსაჯის განმარტება
პორტუგალიელმა მსაჯმა, ჟოაო პინეირომ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა-შვეიცარიის მატჩს ემსახურებოდა, შვეიცარიელთა ფორვარდის, ბრილ ემბოლოს გაძევებაზე ისაუბრა.
„ჩავთვალეთ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა წესები დაარღვია და ყვითელი ბარათი დაიმსახურა. თუმცა VAR-მა გვითხრა, რომ დარღვევა არ ყოფილა და შვეიცარიელი ფეხბურთელის მხრიდან სიმულაციას ჰქონდა ადგილი.
სიტუაცია გავაანალიზე და დავინახე, რომ ყველაფერი სწორედ ასე იყო. აღმოჩნდა, რომ ყვითელი ბარათი მისთვის მეორე იყო. ემბოლოს რომ მანამდე ყვითელი არ მიეღო, არაფერი შეიცვლებოდა. სწორედ ამას ითვალისწინებს ფიფას მიერ შემოღებული წესი, რომელიც სამართლიანი თამაშის უზრუნველყოფაზეა მიმართული“.
შეგახსენებთ, რომ სიმულაციის გამო ბრილ ემბოლომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და შვეიცარიის ნაკლები რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა.