ჰუმელსი ემბოლოზე: სიგიჟეა რაც გააკეთა, გაძევება დაიმსახურა
გერმანიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მატს ჰუმელსმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში არგენტინასთან მატჩში (1:3) შვეიცარიის ნაკრების ფორვარდის, ბრილ ემბოლოს სიმულაციის გამო გაძევებაზე ისაუბრა.
„ამ ეპიზოდმა თამაშის ბედი შვეიცარიის საზიანოდ გადაწყვიტა. ემბოლო, ალბათ, ახლა თავს ძალიან ცუდად გრძნობს. ეს რაღაც სიგიჟეა - როცა უკვე ყვითელი ბარათი გაქვს, ასე აშკარად სიმულაციას მიმართო. მით უმეტეს ისეთ ეპიზოდში, რომელიც საერთოდ არაფერს იძლეოდა, აბსოლუტურად უსაფრთხო ზონაში.
აშკარად ჩანს, რომ დაცემის მომენტში მან სახეც კი დამანჭა. სამწუხაროდ, ეს აბსოლუტურად დამსახურებული ყვითელი და წითელი ბარათია. როგორც ჩანს, მის თავში რაღაც იმპულსმა აიძულა, სიმულაციაზე წასულიყო.
რა თქმა უნდა, ახლა მისთვის ძალიან რთულია, და ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, მტკივნეული იყო ამის ყურება. ამ მომენტამდე შვეიცარიას, შეიძლება ითქვას, არგენტინა კონტროლის ქვეშ ჰყავდა, მაგრამ ამ ეპიზოდმა ყველაფერს ხაზი გადაუსვა“,
- განაცხადა ჰუმელსმა Magenta TV-ის ეთერში.