ვოზინია, ჰოლანდი, ვინისიუსი | Opta-მ ჯგუფური ეტაპის სიმბოლური შეადგინა
ავტორიტეტულმა სტატისტიკურმა პლატფორმამ, Opta-მ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
საუკეთესო თერთმეტეულში მუნდიალის ერთ-ერთი აღმოჩენა, კაბო-ვერდეს მეკარე ვოზინია მოხვდა, რომელმაც ესპანეთთან და საუდის არაბეთთან მატჩებში კარი მშრალად შეინახა; არგენტინელთა კაპიტანი ლიონელ მესი, რომელიც 6 გოლით ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, და ასევე ფრანგი და ბრაზილიელი შემტევები, კილიან მბაპე და ვინისიუს ჟუნიორი, რომელთა ანგარიშზეც 4-4 გოლია.
სრულად ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: ვოზინია (კაბო-ვერდე)
დაცვა: მარვენ სენაია (განა), დინეი ბორჟესი (კაბო-ვერდე), პაუ კუბარსი (ესპანეთი), კეიტო ნაკამურა (იაპონია)
ნახევარდაცვა: ვესტონ მაკენი (აშშ), პედრო ვიტე (ეკვადორი)
თავდასხმა: ლიონელ მესი (არგენტინა), ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია), კილიან მბაპე (საფრანგეთი), ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია).