გოგა ბითაძე
Aa
Aa

ატლანტა ცენტრს ეძებს | ჰოუქსის ერთ-ერთი სამიზნე გოგა ბითაძეა

„ატლანტა ჰოუქსი“ ცენტრს ეძებს. მარკ შტაინისა და ჯეიკ ფიშერის ინფორმაციით, ჯორჯიელების ყურადღების ცენტრში რამდენიმე კალათბურთელი მოექცა და ერთ-ერთი მათგანი „ორლანდო მეჯიქის“ ქართველი მოთამაშე, გოგა ბითაძე გახლავთ.

ბითაძის გარდა, „ატლანტა“ ივ მისისა და დანიელ გაფორდის ალტერნატივას განიხილავს. ამ კალათბურთელების გადაბირებაზე „ჰოუქსი“ წარსულშიც ფიქრობდა და შტაინის მიხედვით, მათ სამივე ცენტრის გასაცვლელად საჭირო რესურსი აქვს.

ცნობისთვის, „ატლანტა ჰოუქსმა“ NBA-ის გასული რეგულარული სეზონი აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე პოზიციაზე დაასრულა. „ატლანტამ“ 46 თამაში მოიგო და პლეიოფის პირველ რაუნდში „ნიუ იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდა, რომელიც ჩემპიონი გახდა. სწორედ ამ სერიაში გამოჩნდა, რომ „ჰოუქსს“ მაღალი კალათბურთელი სჭირდება და ჯორჯიელები ვითარების გამოსწორებას აპირებენ.

ცნობისთვის, ბითაძემ რეგულარულ სეზონში მონაწილეობა 64 შეხვედრაში მიიღო და პარკეტზე საშუალოდ 15.2 წუთს ატარებდა. მისი მონაგარი ასეთი იყო: 5.9 ქულა, 5 მოხსნა, 1.3 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება, 0.6 ჩაჭრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10 მილიონი ევრო ზურიკოს სანაცვლოდ | სენტ-ეტიენს შეთავაზება გაუკეთეს
10 მილიონი ევრო ზურიკოს სანაცვლოდ | სენტ-ეტიენს შეთავაზება გაუკეთეს