„ჩემი საუკეთესო შენაძენია“ - ალ-ხელაიფიმ ლუის ენრიკეზე ისაუბრა
„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ ლუის ენრიკეს შრომისმოყვარეობით ძალიან გაკვირვებული დარჩა.
„როდესაც ენრიკე მოვიდა, პირველი 8 თვის განმავლობაში საწვრთნელი ბაზიდან არ გადიოდა. დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობდა, გვეგონა, რომ შეიშალა... შეგვეშინდა კიდეც.
ენრიკე ნამდვილად კლუბის საუკეთესო შენაძენი და ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მის მოყვანას 15 წელი ვცდილობდი. ენრიკემ ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა - არა მხოლოდ პსჟ-ში, არამედ მთლიანად ფეხბურთში. მისით ძალიან ვამაყობ, ენრიკე ნამდვილად მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია“.
ცნობისთვის, ენრიკემ პარიზული კლუბი 2023 წლის ზაფხულში ჩაიბარა და 3 სეზონშ კლუბთან ერთად 12 ტიტული, მათ შორის ორი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.